понедельник, 7 ноября 2011 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროქტის სახელწოდება
ხალხური და პროფესიული მუსიკის კავშირი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადები
მოსწავლეებმა იპოვონ კავშირი ხალხურ და პროფესიულ მუსიკას შორის
3. პროექტის აქტუალობა
ბავშვები საკმარისად არ იცნობენ ხალხურ და პროფესიულ მუსიკას, არ აქვთ სრული  ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ
4. პროექტის მიზნები
ჩამოუყალიბდეთ გემოვნება. გაეცნონ ხალხური მუსიკის ნიმუშებს, პროფესიული მუსიკის წარმომადგენლებს და მათ მიერ შექმნილ ნაწარმოებებს
5. მონაწილეთა ასაკი
II საფეხური,   IX კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობები
3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
 ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგი, სადაც განლაგდება მოსწავლეების მიერ შეგროვებული მასალები
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
რვეული, კალამი, კომპიუტერი, ინტერნეტ–გვერდები, ფოტომასალა
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ა) კლასი დავანაწილე 3 ჯგუფად, ბ) თვითოეულ ჯგუფს მივეცი კონკრეტული დავალება:1ჯგუფი მუშაობს–ხალხური მუსიკის მასალებზე, 2 ჯგუფი მუშაობს–კლასიკური მუსიკის მასალებზე, 3 ჯგუფი მუშაობს– ფოტომასალებზე გ) შევკრიბე ჯგუფების ლიდერებისგან მოძიებული მასალები , დ) განვათავსე მოცემული პრეზენტაციები ბლოგზე  ე)მოსწავლეებს ვაფასებ საკლასო ჯგუფური მუშაობაში, მოსწავლის ჩართულობას, ზეპირი პრეზენტაციას
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი
ქართულ ენასთან: ეცნობიან ლიტერატურულ მასალებს, ისტორიასთან: ეცნობიან იმ კონკრეტულ ეპოქას, რომელშიც არის შექმნილი ნაწარმოებები და/ან მოღვაწეობდა კომპოზიტორი,მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.მოსწავლეს შეუძლია საკუთარ და სხვის შემოქმედების განხილვა.
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
პედაგოგი: მაია კალანდარიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
 
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
maiakalandarishvili.blogspot.com